ჩეხეთის ელჩი - საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა და პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა

საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

დიპლომატი განმარტავს, რომ პეტრ პაველმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შესთავაზა მხარდაჭერა ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში.

შეგახსენებთ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. „ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - დაწერა პაველმა სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს