გურამ მაჭარაშვილი - ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება

ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება“.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს და თუ სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ რაიმე ბრძანებულებას გამოსცემს, ეს მხოლოდ “ფარატინა ქაღალდი“ იქნება.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით არჩევნები დანიშნოს. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი ვერ ირჩევს მთავრობას ორჯერ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დროს ფორმალურად ნიშნავს არჩევნებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ სამი შემთხვევიდან არცერთი არ არის. შესაბამისად, წერილებს თუ დაწერს ზურაბიშვილი, ეს მისი საქმეა, ხოლო მის არცერთ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ ექნება.

რაც შეეხება ე.წ. საბჭოებს თუ კონსულტაციებს, ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში,. თვითონაც ხომ იცის?! სავარაუდოდ, ამ ცერემონიაზე ექნება ამ ე.წ. საბჭოს საუბარი.

ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია არაკონსტიტუციური განცხადება, ქმედებებიც ჩაუდენია კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით და ისეთი სულელური ნაბიჯები გადაუდგამს, საკონსტიტუციო სარჩელიც შეუტანია, თუმცა აღმოჩენილა, რომ არასწორია. მან რომ ბრძანებულება გამოსცეს იმის თაობაზე, რომ არჩევნები დაინიშნოს, ფარატინა ქაღალდი იქნება. კონსტიტუცია ამბობს, როდის ინიშნება არჩევნები. ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე უნდა მოხდეს კონსულტაციები და არჩევნების დანიშვნა, რატომ? იმიტომ, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ეს მანაც კარგად იცის. აღიარებს, რომ მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს სრულდება“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.

ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო