კახა კალაძე - არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია - 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა

არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია - 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს.

„გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად. ზოგადად, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს პრობლემები აქვთ ამ თვალსაზრისით. ტენდერი მოგვცემს საშუალებას საერთაშორისო კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოებში. გამოცხადდა ტენდერი თანამედროვე სტანდარტების 98 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად, დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება დახარჯული. 2019 წელს განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა მეტრო-ავტობუსით, ხოლო ეს რიცხვი 2024 წელს გაიზარდა 320 მილიონამდე. ასევე 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა, 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველაზე კომფორტული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა