კახა კალაძე - ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია - მთელი მისი მოღვაწეობა არის ფუნდამენტური ნაკლოვანი

ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია. მთელი მისი მოღვაწეობა არის ფუნდამენტური ნაკლოვანი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საერთაშორისო ორგანიზაციის, IRI-ს დასკვნას.

კახა კალაძის შეფასებით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ რეპუტაცია შელახულია.

„ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის ეს - IRI-ს ორგანიზაციაა, მთელი მისი მოღვაწეობა არის ფუნდამენტური ნაკლოვანი. 2012 წლიდან ეს ორგანიზაცია ასოცირდებოდა გაყალბებასთან და სიცრუესთან. გვახსოვს, ჩვენ მათ მიერ ნაჩვენები კვლევები, 2012 წელს რა შედეგებს დებდნენ არჩევნების განმავლობაში. ეს ორგანიზაცია რეპუტაცია შელახულია და ეს პირველ რიგში, აქ მომუშავე მათი თანამშრომლების დამსახურებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში 23 დეკემბერს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები ფუნდამენტურად ნაკლოვანი იყო.

„IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას.

ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება.

ასევე, აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა“, - ნათქვამია IRI-ს გავრცელებულ განცხადებაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა