კახა კალაძე - რა საქმე აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან, რა შეხვედრა უნდა შედგეს?! - დღეს კრიზისი ვისაც აქვს, ეს ოპოზიციაა, შესაბამისად, შეხვდეს და გამოიყვანოს ოპოზიცია კრიზისიდან

რა საქმე აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან, რა შეხვედრა უნდა შედგეს?! სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში წავა იქ, სადაც წავა, სადაც თვითონ გაუხარდება. რამდენიმე დღეში ამთავრებს თავის უფლებამოსილებას. დღეს კრიზისი ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია. შესაბამისად, შეხვდეს ოპოზიცია და გამოიყვანოს ოპოზიცია კრიზისიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რითაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს.

გარდა ამ საკითხისა, კალაძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “ნებისმიერი მოქალაქე, ვინც დანაშაულს ჩაიდენს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

„ჩვენ არავის დაპატიმრებას არ ვაპირებთ. თუ ვინმე ჩაიდან დანაშაულს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თანამდებობა ვერ იქნება რაღაც ფარი იმისა, რომ შენ ჩაიდინო დანაშაული. არ აქვს მნიშვნელობა, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ამ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილის ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვას, რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს სალომე ზურაბიშვილმა, კალაძემ უპასუხა: „არ ვიცი, მითვისებაზე...“

„ეს არის ხელისუფლების მითვისებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ბრიფინგი და ძალიან ვრცლად იყო განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში მოხდება და გადაიდგმება ეს ნაბიჯი. კანონის დარღვევა, ჩვენ კი, შეიძლება მიჩვეულები ვართ მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ კანონის დარღვევას არ ვაპატიებთ არავის, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი ვცეთ, როგორც კონსტიტუციას, ასევე კანონს. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში. ჩვენ მომავალ წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს გაიმართება 2028 წელს. კონკრეტული თარიღი, როდის იქნება, ამას ცოტა მოგვიანებით ვეტყვით საზოგადოებას იმიტომ, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო