პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის მოტყუებით მიღების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დაბა ბაკურიანისთვის განკუთვნილი სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მშენებლობის პროცესში მისმა კომპანიამ კონკრეტული სამუშაოები შეასრულა. რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იყო სხვა კომპანიის მიერ სხვა ტენდერის პირობებში.

„ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ს დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულს მოსამართლის განჩინება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი კომპანიებიდან დოკუმენტაცია უნდა ამოღებულიყო, თუმცა ბრალდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა და საგამოძიებო ორგანოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ გადასცა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა