დიმიტრი ცქიტიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივაზე - ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები

ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის , ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები.

ცქიტიშვილის თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე „შიდა და გარე ზეწოლით“.

„შიდა და გარე ზეწოლით, პოლიტიკური პროცესებით ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები და ეს არჩევნები უნდა იყოს გარანტირებულად უკეთესი, არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები. ამის წინაპირობა არის არა მხოლოდ იმ ხალხის გათავისუფლება, რომლებსაც პატიმრობის ვადა ისედაც გასდით, არამედ სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები უნდა გამოვიდნენ და შეწყდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება, უშუალოდ შეხვედრას, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სიახლეებს ვერ იტყვის.

„მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე ბევრ სიახლეს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ პრინციპული საკითხები იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ქვეყანა 29 დეკემბრამდე, თუკი ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და მოლაპარაკეებზე მოვა, ჩვენ მზად უნდა გვქონდეს ხედვები, რომელიც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის.

ამ მოსაზრებების ძირითადი ნაწილი მზად არის, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები არის მცირე საკითხებში. თუმცა არავის გვაქვს მოლოდინი, რომ გონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ 29 დეკემბრის მერეც გვქონდეს ნაბიჯები, რათა მზად ვიყოთ გაღრმავებული კრიზისისთვის, რომელიც მოსალოდნელია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში