გიორგი ვაშაძე - ორგანიზაციულ მექანიზმებზე ხვალ სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს - თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი, თუ ამას არ აკეთებს, გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა

თვითმარქვია რეჟიმს, რომელმაც ქვეყანაში ქაოსი მოიტანა, ახლა აქვს შანსი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა - სხვა მექანიზმი იქნება ის, რომ ჩამოიშალოს ხელისუფლება , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძროაბის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, იმ სიახლეებზე, რაზეც დღეს შეთანხმდნენ 25 დეკემბერს, 19:00 საათზე, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს.

„კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, რა გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ მას საზოგადოების მხრიდან ნდობა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია - რა ტიპის ცვლილებები განხორციელდეს იმისთვის, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ, ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია, ამიტომ, ამ ჩარჩოებში დააბრუნებს ახალი არჩევნები, მეტი არაფერი.

რაც შეხება მექანიზმს, ვისაუბრეთ - 29 დეკემბრის შემდეგ, რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. საქართველოში პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას. სიახლეებზე, რომლებიც ჩვენთვისაც სიახლე იყო, ხვალ 19:00 საათზე გვექნება საუბარი. ორგანიზაციულ მექანიზმებზე ხვალ სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს - თუ რა მექანიზმი წარმართვას პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომელიც დაელაპარაკება პარტნიორებს და საქართველოს მოქალაქეებთან ექნება მუდმივი კომუნიკაცია.

თვითმარქვია რეჟიმს, რომელმაც ქვეყანაში ქაოსი მოიტანა, ახლა აქვს შანსი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში თვითონაც მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა. სხვა მექანიზმი იქნება ის, რომ ჩამოიშალოს ხელისუფლება, თვითმარქვია რეჟიმი, იმისთვის რომ ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ფიქრობს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ მისი პოზიციაა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები, ვაშაძე ამბობს, რომ საჭიროა დასაბუთებები და ყველა მხარეს შორის შეთანხმება.

„ჩვენ ყველა მექანიზმზე გვქონდა საუბარი. სხვადასხვა საკითხები დაისვა. ამას სჭირდება დასაბუთებები, ყველა მხარეს შორის შეთანხმება და იმ გზით უნდა ვიაროთ, რომლითაც მაქსიმალური კონსენსუსის გზა იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი