არმაზ ახვლედიანი - პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს "გასხვლას" - ვინც ვერ ყალიბდება, განზე უნდა გადგეს - არჩევნების დანიშვნაზე ივანიშვილს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივაღებინოთ, ის ნებით ძალაუფლების დამთმობი არ არის

დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს "გასხვლას", სხვაგვარად ვერც კი წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს არსებითი გადატვირთვა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, “ტოტალური გაყალბების” მიუხედავადაც კი ოპოზიციას არჩევნებზე გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა.

„რა არის გასაკეთებელი და რა არის ფორმულა, რომელიც გამოგვიყვანს ჩიხიდან, როგორ შეიძლება ვაიძულოთ ივანიშვილი, რომ ნაბიჯი გადადგას დროულად? უნდა ვთქვათ, რომ ამ ტოტალური გაყალბების მიუხედავადაც კი გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა ოპოზიციას. რა არის აქ გამოსავალი? მე ვიტყვი, რომ აქ გამოსავალი არის ერთადერთი, მეურნე კაცი სწორედ ახლა, დეკემბერში ფიქრობს იმაზე, რომ აუცილებელია როცა გაზაფხული დადგება, გასხლას თავისი ბაღი. დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს გასხვლას. სხვაგვარად მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს არსებითი გადატვირთვა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს, რომელიც საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის გარეშეც დიდი გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, დარაზმავდა ახალი გადატვირთული ოპოზიციური სპექტრის ირგვლივ და პრეზიდენტის ძალიან სწორ იდეებს, პროექტს და გეგმას რეალიზებაში ხელს შეუწყობდა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კითხვაზე, "გასხვლაში" გულისხმობს თუ არა გარკვეული პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკური ველიდან გასვლას, არმაზ ახვლედიანი პასუხობს, რომ დიახ, რადგან სხვაგვარად ოპოზიციურ ფრონტზე ნდობა ვერ გაჩნდება.

„რა თქმა უნდა და ასევე, არსებითად ერთ მთავარ საკითხში ჩამოყალიბებას. ვინც ვერ ყალიბდება საკითხში, განზე უნდა გადგეს. არავინ იფიქროს, რომ ეს პროტესტი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ძირგამომპალი რეჟიმი უნდა წავიდეს, ეს პროტესტი ყოველ ჯერზე, თავისი არსით ადასტურებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს სჭირდება სხვაგვარი მმართველობა ამგვარი რუსული პოლიციური რეჟიმის შემდეგ. უნდა მოხდეს თვისობრივი გადატვირთვა ოპოზიციურ ფრონტზე, რის შედეგადაც გაჩნდება ნდობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რახ შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის მისაღებია, თუმცა ოპოზიციამ მას გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს.

„რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს არჩევნებთან დაკავშირებულს, ყველა კარგად ხვდება, რომ საბოლოო ჯაში ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა უნდა მიიღოს, მაგრამ მას ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივაღებინოთ იმიტომ, რომ ივანიშვილი თავისი ნებით ძალაუფლების და გავლენების დამთმობი არ არის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა