სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას ქმნის

სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას უყრის საფუძველს.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიზანია: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, დაკავებულების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება.

„სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყოველდღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც. არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები: ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე; მიზნად ვისახავთ რა, მშვიდობიანი გზით გადავჭრათ არსებული პოლიტიკური კრიზისი, დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ - სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად ხელი შევუწყოთ მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს; მიგვაჩნია რა, კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლება; ვაცნობიერებთ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა; მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას, გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია ასამბლეის მემორანდუმში.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირსა და ჯგუფს შეუძლია იდეის გაზიარება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით