მაია სანდუ - რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როცა ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ნგრევას ირჩევს. თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რაკეტით მოლდოვის საჰაერო სივრცეს არღვევს. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართალს აშკარად არღვევს. მოლდოვა ამ ქმედებებს გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს“, - წერს მაია სანდუ.

მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსული რაკეტა უკრაინის სივრცეში მოლდოვიდან შევიდა.

შეგახსენებთ, 25 დეკემბრის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 50-მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს