კახა კალაძე - ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება - ქვეყანა განვითარდება, იქნება მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას - დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მომტანი, - ამ საახალწლო მილოცვით დაასრულა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე საუბარი.

კახა კალაძემ ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს და მათ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება უსურვა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს. გისურვებთ, უპირველესად, მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლის განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა თბილისელებს, ჩვენს ქალაქს. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ გავაშუქოთ ის პროექტები, სიკეთეები, რაც ჩვენი ქალაქისთვის კეთდება, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება. ჩვენი ქვეყანა განვითარდება, წინ წავა, იქნება მშვიდობა, გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე