გიორგი ვაშაძე - სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, თვითმარქვია ხელისუფლება, ხუნტა მოკალათებულია სავარძლებში - მზად ვარ, ვიტვირთო პასუხისმგებლობა ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც მხარს დაუჭერს ხალხი

სიტუაცია არის შემდეგი: სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, კანონგარეშე მოქმედი თვითმარქვია ხელისუფლება, ძალა, რომელიც ხელისუფლება არ არის, ეს არის ხუნტა და მოკალათებულია სავარძლებში. მე პირადად, ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც მხარს დაუჭერს ხალხი, მზად ვარ ვიტვირთო პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საერთო ფორმატში, მზად არის გაინაწილოს და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და მზად ვარ, რომ ყველა ფორმატში, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აქ ინება მიღებული, მის რეალიზებაზე ხალხის წინაშე ვიტვირთო პასუხისმგებლობა.

ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ, ერთიანობა - რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, მისი უპირობოდ შესრულება ყველას მხრიდან. რაც უფრო მეტად ხისტი იქნება ჩვენი მხრიდან პოზიციები და გადაწყვეტილებები, მით უფრო ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებისკენ ან შემოთავაზებისკენ ვიხრები და ვუჭერ მხარს“ , - განაცხადა ვაშაძემ და განმარტა,რომ ხისტ გადაწყვეტილებებში გულისხმობს, თუნდაც არჩევნების დანიშვნას და თუნდაც პარლამენტის დათხოვნას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო