ეკა ბესელია - არ აქვს მნიშვნელობა ადგილს, სად იქნება პრეზიდენტი, ლეგიტიმაციას შენობას არ ვუკავშირებ - ორბელიანების სასახლეში მიხეილ ყაველაშვილი რომ დასვან, პრეზიდენტი გახდება?

არ აქვს ადგილს მნიშვნელობა, პრეზიდენტი სად იქნება, ამ ლეგიტიმაციას შენობას არ ვუკავშირებ, აქ შინაარსშია არსებითი სხვაობა. ამ სასახლეში რომ მიხეილ ყაველაშვილი დასვან, პრეზიდენტი გახდება? , - ამის შესახებ იურისტმა ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესელიას თქმით, საბჭო არის იდეა, სადაც, როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოების აქტიური ჯგუფები უნდა იყვნენ ჩართული და სალომე ზურაბიშვილი საკთხზე მუშაობს.

“დღეს გვაქვს ჩვენ ვითარება,როდესაც არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც დანიშნული ფორმალური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, არ არის არანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. რომელ სასახლეშიც არ უნდა შევიდეს, მას ხალხის ნდობა არ აქვს, შესაბამისად, ეს აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ორმაგი მანდატი აქვს მას სანდოობისაც და კონსტიტუციური ლეგიტიმაციისაც ანუ ხალხიც ენდობა და კონსტიტუციურადაც ერთადერთი სამართლიანად არჩეული პირია.

არ აქვს ადგილს მნიშვნელობა, პრეზიდენტი სად იქნება - გადაწყვეტს აქ დარჩენას თუ გადაწყვეტს და სხვა ადგილს აირჩევს, მე ამ ლეგიტიმაციას შენობას არ ვუკავშირებ, აქ შინაარსშია არსებითი სხვაობა. ამ სასახლეში რომ მიხეილ ყაველაშვილი დასვან, პრეზიდენტი გახდება?

რაც შეეხება საბჭოს, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე მუშაობს, ახლა აჯამებს მის ირგვლივ პოზიციებს. ეს არის იდეა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით იყოს ასეთი ტიპის ერთობა. ეს უნდა იყოს პლატფორმა, სადაც უნდა ისმოდეს საზოგადოებისთვის აქტიური ხმა, პროდასავლური პოლიტიკური ძალების მონაწილეობა, ამიტომ, ეს არის ის რეალური მოცემულობა, რომელმაც უნდა შეასრულოს ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა - მოამზადოს და დანიშნოს არჩევნები. ეს საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების თანხმობით უნდა მოხდეს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ