„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა. გადარჩენილები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმფრინავის მგზავრებიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 23 მოქალაქე, რუსეთის 7 მოქალაქე და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან 2 დაიღუპა და 3 გადარჩა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს