შალვა პაპუაშვილი  კარლ ბილდტის განცხადებაზე - ეს დღეც დაგვიდგა - დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის „ნამესტნიკების“ დანიშვნაზე

ეს დღეც დაგვიდგა - დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის „ნამესტნიკების“ დანიშვნაზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას, რომ „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

პაპუაშვილი აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ცნობისთვის, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ საქართველოში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს.

„მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - წერს ბილდტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო