შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს რაც შეეხება, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში - ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას

რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში - ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების შესახებ აქტის გამოცემას ურჩევს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის და ამ სისულელეს საბოლოო ჯამში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს“.

პაპუაშვილის თქმით, 29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და „საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი“.

„მე მგონი, ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის. რამდენჯერ გამოდის, იტყვის დიდ სისულელეს და ამ სისულელეს ვხედავთ, რომ თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, საბოლოო ჯამში. ვინ რამდენ სისულელეს იტყვის ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, დროს დავკარგავთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა - 29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი იქნას აღმოფხვრილი, რაც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს და ამ ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არდათოხვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში. ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო