შალვა პაპუაშვილი - ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს პრეზიდენტის სასახლიდან, ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა

ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა - ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ანა დოლიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს.

ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა. ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ. ასე რომ, მისი ეს განცხადება გასაკვირი არ არის. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავის სოც.ქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრია და შეიცვალა სტატუსი. მას ეს უნდა - ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი რომ გამოვიდეს, ქალბატონი ანა მაინც იქ დარჩება და დახვდება ახალ პრეზიდენტს.

რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მგონი თვითონაც აცნობიერებენ, რომ ეს არასერიოზული მიდგომაა. ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. მეორე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. არ ვურჩევ, რომ ვინმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ყველა ვინც ხალხის წინააღმდეგ წავიდა, წააგო. აქაც ხედავენ, რომ ამ ბრძოლად აგებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, „ისინი მზად არიან, რომ 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ პრეზიდენტის სასახლეში და ის გამოაცხადონ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება.“

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა