ლანა გალდავა - „ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ბიუროკრატიულ კეკლუცს არ აპირებს - მივმართავთ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება დააკმაყოფილონ, დაფინანსებაც ავტომატურად მოიხსნება

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ინდივიდუალურად შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადებები დააკმაყოფილონ - განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.

როგორც გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“აღნიშნა, განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება.

„გადაჭრით გეუბნებით, რომ „ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ბიუროკრატიულ კეკლუცს არ ვაპირებთ. არჩევნების შემდეგ, როდესაც კრიმინალური სპეცოპერაციას ანუ ქართველი ხალხის ხმების მიტაცებას ჰქონდა ადგილი, ჩვენ განვაცხადეთ, რომ უარს ვიტყვით მანდატებზე - უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება დავწერეთ. ამავდროულად, ცესკო-ში შევიტანეთ განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, რაც დაკმაყოფილდა მაშინვე და უფლებამოსილების ინდივიდუალურად შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადებები არ არის დაკმაყოფილებული, ყველა იმ პირის მიმართ, რომლებსაც აქვთ პარლამენტის მანდატი. ახლაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომ განცხადება დააკმაყოფილონ. განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება“,- განაცხადა გალდავამ.

კითხვაზე, დაფინანსებაზე უარის თქმის ვადის ამოწურვის მიუხედავად იქნება თუ არა შესაძლებელი დაფინანსების შეწყვეტა, გალდავა ასე პასუხობს : „რა თქმა უნდა“.

გალდავას თქმით, „ძლიერ საქართველო“ ისედაც არ ჰქონდა დაფინანსება, მისი თქმით, პარტია 4 წლის განმავლობაში პარტიულ დაფინანსება არ იღებდა.

„ქართული ოცნებისგან“ „ძლიერი საქართველო“ ისედაც იყო ზემოქმედების ობიექტი, რადგან 4 წლის განმავლობაში პარტიულ დაფინანსება არ გვქონდა. არ გვქონდა იმიტომ, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობითი სიიდან არ იყო ორი ადამიანი: ერთი იყო მამუკა ხაზარაძე, რომელმაც თვითონ დატოვა მანდატი და ბადრი ჯაფარიძე, ვისზეც ბინძური სპეცოპერაცია განახორციელეს. ანუ ჩვენ დაფინანსება ისედაც არ გვქონდა. ანუ ამ წლების განმავლობაში არ გვისარგებლია. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, იმსჯელონ, ვიდრე უქმეები დაიწყება - დააკმაყოფილებენ თუ არა განცხადებას, დაფინანსებაც ავტომატურად მოიხსნება. ჩვენ პარლამენტში შესვლას არც ერთ მოცემულობაში არ ვაპირებთ , რადგან პარლამენტი არალეგიტიმურია“, - განაცხადა გალდავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე