კახა კალაძე - პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს გააგრძელოს პოლიტიკაში მოღვაწეობა და არ შედის პარლამენტში, ხარაკირს იკეთებს

როდესაც მილიონ 120 ათასი მხარს გიჭერს, ამაზე მეტი აღიარება რა არის?!“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან დაფინანსების მიღება არჩევნების აღიარებას.

მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

„არჩევნების აღიარებას ნუ განვიხილავთ მხოლოდ ოპოზიციის კონტექსტში. არჩევნები აღიარებულია. როდესაც შენ მილიონ 120 ათასი მხარს გიჭერს, ამაზე მეტი აღიარება რა არის?! ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არჩევნები ლეგიტიმურია, ის შედგა, აღიარებულია. რაც შეეხება ამ ოპოზიციურ პარტიებს, ყველას აქვს სურვილი, სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრიდან. მე არც იმის მჯერა, რომ მაგალითად, ვიღაცები პარლამენტში არ შევლენ. ყველაფერი დამშვიდდება. თუ უნდათ პოლიტიკაში დარჩენა და პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს გააგრძელოს პოლიტიკაში მოღვაწეობა და არ შევიდეს პარლამენტში. მაშინ თვითლუსტრაციას აკეთებ, ხარაკირს იკეთებ და ეს მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვებია.

„ეს დაპირისპირება ჩემი გასარჩევი არ არის. მათი პრობლემაა, მათი შიდა სამზარეულო, რომელშიც საერთოდ არ მინდა ჩავიხედო და არც მაინტერესებს, ჩვენ ჩვენი უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა დაფინანსებას რაც შეეხება და ოპოზიცია საიდან ფინანსდება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმიტომ, რომ მაგალითად, ერთ-ერთი თემა იყო კეზერაშვილი, რომელიც გარეთ ძარცვავდა გაჭირვებულ ადამიანებს და ამ თანხით აფინანსებდა პოლიტიკას, ტელევიზიას, რაც ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოძიებაც არის დაწყებული ამ მიმართულებით და ზოგადად, დაფინანსებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვებია, თუმცა მათ დაპირისპირებაში მე შესვლა არ მინდა, მესმის მათი რეალური მდგომარეობა. თვითონ გაერკვიონ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს