სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას - დეტალები კვირას გახდება ცნობილი

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე : „თუკი კვირას, ვთქვათ, დაგაპატიმრებენ და პუტინის მომხრე ფეხბურთელი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, თუკი ამას დაუშვებს ევროპა, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის, პუტინის გამარჯვებას?“ - პრეზიდენტმა უპასუხა : „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს არ ნიშნავს დასასრულს, რადგან ქუჩებში დგას ქართველი ხალხი. საქართველოში არსებობს საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უფრო დემოკრატიულია. თაობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიბადა, ძალიან განსხვავებული თაობაა და ის არ მიიღებს იმას, რომ ევროპული მომავალი წაართვან“.

ასევე, კითხვაზე : „იქნებით თუ არა პრეზიდენტი მომავალი კვირის ამ დროს?“ - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა. „მომავალი კვირის ამ დროს უსათუოდ ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი