ირაკლი კობახიძე - არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური

არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი", - აღნიშნა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა