ბადრი ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს

ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო ქვეყანა ფინანსურ დახმარებებს კარგავს.

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იყოს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სივრცეს უტოვებენ გაითავისოს, რომ შემდეგი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთ მოპყრობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მიმართ არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მან იგრძნოს თუ რას ნიშნავს მართლაც შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც, ეს ლიმიტირებული, მაგრამ მას რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, შემდეგი ძალადობა ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.

ეროვნულ დონეზე კონკრეტულმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს - ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებმაც მიიღოს. მაგალითად, გერმანიამ გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ყველა პროგრამას წვეტს, 200 მლნ ევროზე მეტია ეს. ამავდროულად, დიდმა ბრიტანეთმა ყველა ურთიერთობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობასთან ფინანსური თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითავისოს, მისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ეს მათ მიერ იქნა ინსპირირებული, მათი ნაბიჯების გამო გერმანია, შეერთებული შტატები, ევროკავშირი ყველა დახმარებას წყვეტს ჩვენი ქვეყნისადმი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ