ბადრი ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს

ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო ქვეყანა ფინანსურ დახმარებებს კარგავს.

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იყოს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სივრცეს უტოვებენ გაითავისოს, რომ შემდეგი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთ მოპყრობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მიმართ არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მან იგრძნოს თუ რას ნიშნავს მართლაც შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც, ეს ლიმიტირებული, მაგრამ მას რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, შემდეგი ძალადობა ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.

ეროვნულ დონეზე კონკრეტულმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს - ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებმაც მიიღოს. მაგალითად, გერმანიამ გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ყველა პროგრამას წვეტს, 200 მლნ ევროზე მეტია ეს. ამავდროულად, დიდმა ბრიტანეთმა ყველა ურთიერთობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობასთან ფინანსური თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითავისოს, მისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ეს მათ მიერ იქნა ინსპირირებული, მათი ნაბიჯების გამო გერმანია, შეერთებული შტატები, ევროკავშირი ყველა დახმარებას წყვეტს ჩვენი ქვეყნისადმი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში