ლევან კოჭლოშვილი - ბაიდენის ადმინისტრაციამ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები

ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ: ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა,- ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას.

“ბაიდენის მომაკვდავი ადმინისტრაციის მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დაჯილდოებულია საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულით.

უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ:

ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა;

საქართველოს ეკონომიკა განადგურებისგან გადაარჩინა;

ქვეყანას შეუნარჩუნა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

რა აღარ გააკეთა გლობალური ომის პარტიამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ფილანთროპის დაშანტაჟების მიზნით, რომ როგორმე ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო.

ჯერ შვეიცარიის ბანკში გაუყინეს ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის განკუთვნილი დიდი ფინანსური სახსრები და ლამის შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალეს.

ამ ვითომ ფინანსურ დავაში რაიმე გავლენას გამორიცხავდა ამერიკა. დღეს კი ქართველი მეცენატის დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს "კრედიტ სიუსთან" დავაში მოგებულ თანხას. რაც ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი, დიდი ფინანსური ქველმოქმედების სახით, უდიდესია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის აღდგენის ისტორიულ პროცესში.

შეჯამების სახით, რომ ვთქვათ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელიც არსებობის ბოლო დღეებს ითვლის და სულს ღაფავს, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას. ზუსტად ეს ჯილდო აქვს მიღებული შარლ დეგოლს. ამით ყველაფერი ნათქვამია”, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა