სალომე ზურაბიშვილი 10:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბრიფინგს გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი 10:00 საათზეა ჩანიშნული.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მოუწოდა, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და დააანონსა, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.

„მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები