შალვა პაპუაშვილი - მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება

მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი ინაუგურაცია რამდენიმე მიზეზის გამო არის ისტორიული. მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, ურთულესი მისიის განხორციელებაში.

„დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღე არის, დღეს მოხდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია. ისტორიულია ბევრი მიზეზის გამო - ეს ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სადაც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. ეს არის ისტორიული იმიტომ, რომ პირველად ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ მხრივ სრულად ძალაში შედის ის კონსტიტუციური სიახლეები, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციური რეფორმის შედეგად იქნა მიღებული.

ისტორიულია მათ შორის იმ მხრივ, რომ მე-6 პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, ის ჩააყენა უცხოთა და სხვათა სამსახურში და არა ქართველი ხალხის სამსახურში, ის აქცია განხეთქილების ინსტიტუტად და არა გაერთიანების ინსტიტუტად. ის აქცია საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად და არა ხალხის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად.

ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ჩვენს კონსტიტუციაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი