შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს - შენობა მას მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული

ვფიქრობ, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დატოვებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლეს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შენობა სალომე ზურაბიშვილს მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, „რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე“.

„არ მგონია, რომ ასე მოხდეს. ვფიქრობ, საბოლოოდ, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს. ეს შენობა მას მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე. ეს შენობა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებენ იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი ვერ წავლენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს „ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს“.

„ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, რომ მათაც 2 პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი