შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს სალომე ზურაბიშვილი, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ - ეს მათ ორგულიანობას აჩვენებს

ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს „ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს“.

„ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, რომ მათაც ორი პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ერთადერთი, ვინ ხელისუფალს ლეგიტიმაციას აძლევს, ეს არის ხალხი.

„ჩვენ 33 წლის წინ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ ჩვენი ხელმძღვანელები სხვებს არ დაენიშნათ და ლეგიტიმაცია არ მიეცათ ჩვენი ხელმძღვანელებისთვის. „ნამესტნიკები“ და „ცეკას“ მდივნების პერიოდი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ მაშინ, როდესაც ზუსტად ამ დარბაზში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ამიტომ, ერთადერთი, ვინ ხელისუფალს ლეგიტიმაციას აძლევს, ეს არის ხალხი. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩვენი დამოუკიდებლობის 33 წლისთავზეც კი არის მონურ, ვასალურ ფსიქოლოგიაში, როდესაც გარეთ იყურება, გარედან ვინ, რაში შეაქებს, ვინ რას გააკეთებს და ასე შემდეგ, ხალხს არ უყურებს. ამიტომაც წააგეს 26 ოქტომბერს არჩევნები. შეგახსენებთ, რეგიონებში არც კი დადიოდნენ. თბილისში, დიდ ქალაქებში, რეგიონში ხალხს საერთოდ არ ხვდებოდნენ. გაიხსენეთ, რა ხდებოდა წინასაარჩევნოდ. კამპანიის ჩატარების ერთადერთი ინსტრუმენტი იყო მათ კუთვნილ ტელევიზიის სტუდიებში გამოკეტვა და უცხოელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი