შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზე - სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედებაა - ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა

ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა.

პაპუაშვილის განცხადებით, „ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“.

„ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს უცნაურობებიც წარსულს დარჩება. მგონი, ეს ინაუგურაცია იცით ვისი ინაუგურაციაც არის და ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მოხარული ვარ მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში“, - წერს უილსონი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი