სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციაზე - ეს არის ნამდვილი პაროდია - იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები

დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ან „ოცნების“ წარმომადგენლები ან თვით ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ან შეთანხმება ახლა, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მის შეთავაზებაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი იყო მუქარა.

„ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. პასუხი ამ შეთავაზებაზე, არ იყო. პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი. ჩვენთან ერთად არის სიმართლე იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან ერთად არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს-ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი