მამუკა ხაზარაძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით - გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.

როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, „პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან!“

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით.

მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!

რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა!

ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა