სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 124-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 124 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა.

ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა