მიხაილ როთი - არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი „პრეზიდენტი“ - საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე

სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი „პრეზიდენტი“, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს.

„ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე“, - წერს როთი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა