ილჰამ ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო, სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია

ის ფაქტი, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავსე იყო ნახვრეტებით, მთლიანად ხსნის დღის წესრიგიდან ჩიტებთან შეჯახების თეორიას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთმა წრემ ამ თეორიის წამოყენება ამჯობინა. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. ანუ ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა, რაც, რა თქმა უნდა, არავის არ ეკადრება. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს. რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს მკაფიო მოთხოვნები წარუდგინა.

„ეს მოთხოვნები მათ ოფიციალურად 27 დეკემბერს ეცნობათ. რისგან შედგება? პირველ რიგში, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, მან უნდა აღიაროს თავისი დანაშაული. მესამე, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ასევე დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს კომპენსაცია გადაუხადონ. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ შესრულდა. იმედია სხვა პირობებსაც მიიღებენ. ყველა ეს მოთხოვნა სამართლიანია. აქ არ არის საგანგებო მოთხოვნები და საკითხები; ეს ყველაფერი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ნორმალურ ადამიანურ ქცევას“, - აღნიშნა ალიევმა.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში