ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეებს ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩები პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. ისმის შეძახილები „არა, რუს ყაველაშვილს”.

თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა, გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს.

მათი თქმით 32-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნა.

“პარლამენტი არალეგიტიმურია და მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია. ეს მთავრობა ხალხის უმრავლესობას არ უნდა, ქვეყანა ფულზე არ იყიდება”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა