მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებულ კანონებს შორისაა კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ კანონებს შორის არის „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მანამდე არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებოდათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი იყო.

როგორც კანონის პროექტის ავტორებმა განმარტეს, იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. პროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ კვორუმის არ არსებობის პირობებში დგება მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, შესაბამისმა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.

ცნობისთვის, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორმა - “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების არქონის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან ვერ გადააყენა და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ბოლომდე შეინარჩუნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე