აშშ-მა უკრაინას კიდევ 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ვამაყობ, რომ დღეს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს ვაცხადებ მაშინ, როცა უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიისგან მათი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცვას აგრძელებს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ზამთრისთვის უკრაინის პოზიციების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის გადაცემის პროცესშია.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ადმინისტრაციას უკრაინისთვის დახმარების გაზრდა, ბრძოლის ველზე შეიარაღების სწრაფად მიწოდება და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღდგენა დაავალა.

„ჩემი ხელმძღვანელობით, თანამდებობაზე ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, აშშ ამ ომში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად დაუღალავად მუშაობას გააგრძელებს“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში