შსს-ს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოდან, ჯამში, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევეს.

„გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2024 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126% -ით აღემატება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს