ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს".

“ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე.

სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.

ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება…

ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან - მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა.

კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებულივ ვარ, ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება", - განაცხადა უილსონმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა