პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან გათავსებულ რკინის ჯებირებს ურტყამენ ხელებს და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს