საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საშობაო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თავშესაფრის 80-მდე მოხუცს საჩუქრები გადასცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაშობაო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა - პროფესორებმა: ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ, თინათინ კაიშაურმა და დავით კაპანაძემ, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის ბენეფიციარებს პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე, პროდუქტი გადასცეს.

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სტუ-ის ფაკულტეტები, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ქალთა ასოციაცია“ შეუერთდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საქველმოქმედო აქციას. ორ თავშესაფარში მცხოვრებ 80-მდე მოხუცს საშობაოდ გადავეცით მათთვის აუცილებელი პროდუქტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები. ღვთაებრივმა ყრმამ, თავისი შობით, ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში. დაე, სიკეთემ, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქველმოქმედო აქციების ფორმატში აკეთებს, გზა გაგვინათოს ჩვენ და იმ ადამიანებს, ვისთვისაც მადლი სულისა და ხორცის სამკურნალოდ აუცილებელია“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ როგორც პედაგოგები, ასევე, სტუდენტები.

„მხოლოდ საღვთო მადლს შეუძლია ადამიანთა გაკეთილშობილება. ყოველწლიურად ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს მეტად სჭირდება. დღეს 80-მდე მოხუცი გავახარეთ. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმ სიხარულს, რაც ამ ადამიანების თვალებში ამოვიკითხეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მადლობა მათ და უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს - მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანსიონატ „იმედის“ ხელმძღვანელმა გიორგი კვარაცხელიამ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მენეჯერმა ნათია ყიფიანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს ჩვენი საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს