ემანუელ მაკრონი - უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ - უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს

უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უკრაინაში სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ იქნება. უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ევროპელები იმედს უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ამყარებენ, რაც მათი პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინის კაპიტულაცია კარგი არც ევროპისთვის იქნება და არც აშშ-ისთვის.

„აშშ სიტუაციის ხასიათის შეცვლაში უნდა დაგვეხმაროს და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში უნდა დაარწმუნოს. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ-ის გამარჯვების შანსი არ ექნება, თუ უკრაინა დამარცხდება. უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა