სალომე ზურაბიშვილი - რუსთაველის გამზირი არის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას - ვისურვებდი, მათაც, ვინც ჩაკეტილია პარლამენტში ან სხვა შენობაში, დაინახონ ეს ხალხი - ამას სჭირდება გაგება და დათმობა, რომ დრო მოვიდა ახალი არჩევნების

ეს [პროტესტის] 40 დღე არაფერია, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება - რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს აქვთ შინაგანი რწმენა, რომ „ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, არ შეიძლება არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს“.

"ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმის, რომ ეს საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არ არის და 80 დღეც არაფერი არ არის, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება. მგონი, აქ ვინც არის შეკრებილი ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა. დღეს არის რწმენის დღე. რწმენა, რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, არ შეიძლება არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებით ვარ.

პარტნიორები მხარს გვიჭერენ და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის ის, რაც აქ ხდება, რუსთაველის გამზირზე. ეს არის მთავარი გამარჯვება. რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ ხალხმა შეძლო გაერთიანება, ეს უკვე გამარჯვებაა.

„რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას. აქ დღეს ვდგავართ ერთად და მე მგონია, რომ ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ასეთი გაერთიანება თუ შევძელით, არა მხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველ დღეს, ამ ორმოცი დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება, ეს არის გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დრო მოვიდა ახალი არჩევნების.

„[რაც რუსთაველზე ხდება] ამას არ უნდა შეფასება, ამას უნდა დანახვა. ვისურვებდი, რომ ვინც სადღაც, სადღაც ჩაკეტილია პარლამენტში ან სხვა შენობებში, მათაც დაინახონ ეს ხალხი. გაიგონ, ეს რას ნიშნავს, რომ შეგუება არ შეიძლება. ამას სჭირდება გაგება და დათმობა იმის, რომ დრო მოვიდა ახალი არჩევნების“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა