Reuters - უკრაინაში დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი ინაუგურაციამდე გადადო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში დაგეგმილი მოგზაურობა ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უნდა გახდეს, კიევში ჩასვლას უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრას თავდაპირველად იანვრის დასაწყისში გეგმავდა.

Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ გაემგზავრება, თუმცა თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, რა მიზეზით გადადო კიტ კელოგმა ვიზიტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს