ბრაზილიამ ყაზახეთს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა

ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს, საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად“, - ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთმა ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, Embraer 190-ის შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.

თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები