სალომე ზურაბიშვილი - მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა - შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია

მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის,რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი.

„ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა