სალომე ზურაბიშვილი - მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე და მექნება მაღალი დონის შეხვედრები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით მივა.

„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და სხვა დასავლელი ლიდერების მისამართით „ქართული ოცნების“ განცხადებებს და მმართველი პარტიის შეფასებებს „უხეში და უზრდელური“ უწოდა.

„იცით, პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით. ასევე, მხარი დაუჭირონ და დაჰპირდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და დავუბრუნდებით იმ წყობას, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე სასურველია, დაგვიბრუნდება ის დახმარებები, რაც არსებობდა და რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია. არჩევნების შემდეგ სერიოზული, ახალი ძალისხმევა დაგვჭირდება ჩვენგან, უპირველესად, ასევე პარტნიორების დახმარების კუთხით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა