სალომე ზურაბიშვილი - ხვალ ზუგდიდში მივდივარ, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას - ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი

ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხვალ ზუგდიდში ჩავა, ხოლო აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს.

„ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ - თბილისის გარეთაც. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ ზუგდიდში მივდივარ, სადაც ამ ხალხთან, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათთან ვიქნები. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის, ამაში დიდი სიახლეა, რომ მთელ ქვეყანაში არის გავრცელებული. ჩვენც ყველგან უნდა ვედგეთ გვერდში ჩვენს მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ეს არის ჩემი მიზანი. მე ყველასთან მექნება კავშირი. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოს, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე, არ შეიძლება მიღწეული იყოს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა