მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ - მას შეუძლია თქვას, რომ არის მუსოლინი ან ჰიტლერი იმიტომ, რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან ემსგავსება მათ მოქმედებებს

მე სალომე ზურაბიშვილის ფსიქოემოციურ თუ ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ. მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი იმიტომ, რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან ემსგავსება, მათ მოქმედებებს. საბედნიეროდ, მსგავსი ძალაუფლება არ გააჩნიათ. მას ნებისმიერი რაღაც შეუძლია დაუძახოს საკუთარ თავს, ეს მისი ნებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტია.

მდინარაძის თქმით, მოდელირებული რეალობები საქართველოში დასრულებულია.

„საქართველოში არის სხვა რეალობა, მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში საბედნიეროდ დავამთავრეთ და ეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა გუნდმა 2012 წელს დაამთავრა. ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაღვინდა და მოდელირებული რეალობები საქართველოში საბედნიეროდ დასრულებულია. ამიტომ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც სხვა რიგითი „ნაცი“, ამ რეალობას ვერ შეცვლის.

სამი კვირაც კი ვერ მოითმინეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტში არ გაფორმებულიყო. იმ ორგანიზაციაში, სადაც მსხვერპლზე დარდობდნენ, რომ მიმდინარე აქციების დროს მსხვერპლი არ იყო. ხომ შეიძლებოდა ეთხოვა, რომ მაკკეინის ინსტიტუტში ნუ გამაფორმებთ, მოდით სხვა მხრიდან მომეცით რაღაც სტიპენდია, ხელფასი იმისათვის, რომ არ გაახსენდეთ ქართულ საზოგადოებაში მაკკეინის ინსტიტუტი, რომელიც სულ რაღაც ორი-სამი კვირის წინ, რას დარდობდა და რას ჯავრობდა, რომ მსხვერპლი არ იყო. მას უთხრეს, რომ შენ აქედან მიიღებ სტიპენდიას, აქ იქნები ანგარიშვალდებული და მან თქვა, რომ „დიახ, ვიქნები ანგარიშვალდებული” და გახდა მაკკეინის ინსტიტუტის რიგითი სტიპენდიატი”, - განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია